გიორგი გაბუნია სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართულ სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო.
ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ტრადიციული საგალობლები, ასევე წარმოდგენილი იყო როგორც ხალხური, ისე პროფესიული მუსიკის ნიმუშები.
მოსმენის მიზანს იაპონიასთან კულტურული თანამშრომლობისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
მოსმენას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი მეუღლესთან ერთად და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თემურ ლეჟავა.
გიორგი გაბუნიას განცხადებით, კულტურულ დიალოგზე ორიენტირებული ეს შეხვედრა ხელს შეუწყობა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და ორი ქვეყნის, საქართველოსა და იაპონიის კულტურული კავშირების გაღრმავებას.