Loading data...
ალექსანდრე ტაბატაძემ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებს სამძიმრის წერილები გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.

ალექსანდრე ტაბატაძემ თურქ კოლეგებს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი თქვენ და თქვენი მეშვეობით მთელ თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს.

ღრმად შეძრწუნებული ვართ საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო, რამაც შეიწირა თავდადებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე. ამ მწუხარების ჟამს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თურქ კოლეგებსა და მეგობრებს. გამოვთქვამთ გულწრფელ თანაგრძნობას მსხვერპლთა, მათი ოჯახების და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.