Loading data...
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა - სიაში მოხვდა საერთაშორისო ბავშვთა ცენტრი „არტეკი“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომები შემოიღო. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის 10 ივნისის №395/2025 ბრძანებაშია ნათქვამი.

კერძოდ, პრეზიდენტმა ძალაში შეიყვანა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის უშიშროების სამსახურის წინადადებების საფუძველზე სანქციების შესახებ. სანქციები დაუწესდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, უკრაინის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდისა და მილიტარისტული იდეოლოგიის დანერგვის მიზნით, უკრაინელი ბავშვების ხელახალი განათლებით არიან დაკავებულნი.

იურიდიული პირების სიაში აღნიშნულია, რომ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომები დაწესებულია „ფედერალური სახელმწიფო ბიუჯეტის საგანმანათლებლო დაწესებულება „საერთაშორისო ბავშვთა ცენტრ „არტეკის“ მიმართ. სანქციები მოიცავს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, რესურსების ტრანზიტის შეზღუდვას, ნაწილობრივ, ან სრულ შეჩერებას და სხვა ზომებს. შეზღუდვები 50 წლით არის შემოღებული.

შემზღუდავი ზომების ქვეშ ასევე მოხვდნენ: 

📌 „ბავშვთა და ახალგაზრდობის სრულიად რუსული საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოძრაობა „პირველების მოძრაობა“;

📌 „ხერსონის ოლქის ბავშვთა და ახალგაზრდობის სრულიად რუსული საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოძრაობის - „პირველების მოძრაობა“ - რეგიონული ფილიალი;

📌 „ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ჰუმანიტარული და კულტურული ინიციატივების ცენტრი „რასვეტი“;

📌 „უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო ბიუჯეტის საგანმანათლებლო დაწესებულება „მელიტოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“;

📌 „სრულიად რუსული საზოგადოებრივ-სახელმწიფო საგანმანათლებლო ორგანიზაცია „რუსული საზოგადოება „ცოდნა“;

📌 „სრულიად რუსული საზოგადოებრივ-სახელმწიფო ორგანიზაციის „ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის არმიის, ავიაციისა და საზღვაო ძალების დახმარების ნებაყოფლობითი საზოგადოების“ რეგიონული ფილიალი“;

📌 „საზღვაო ქვეითთა ​​​​სრულიად რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტაიფუნი“ და სხვ.

გარდა ამისა, სანქციები დაახლოებით 50 ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა.