Loading data...
ზელენსკი: უკრაინამ რუსეთს მომავალ კვირას დელეგაციების ახალი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

„უკრაინამ რუსეთს მომავალ კვირას დელეგაციის დონეზე ახალი შეხვედრის გამართვა შესთავაზა“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ამჟამად რუსულ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი სტამბოლში წინა შეხვედრებზე შეთანხმებული პატიმრების გაცვლის გაგრძელებაზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებს ახალი შეხვედრის გამართვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა შესთავაზა.

„მოლაპარაკებების დინამიკა უნდა გაიზარდოს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. რუსულმა მხარემ უნდა შეწყვიტოს გადაწყვეტილებებისგან დამალვა. პატიმრების გაცვლა, ბავშვების დაბრუნება, მკვლელობების დასრულება. მშვიდობის რეალურად უზრუნველსაყოფად კი ლიდერების დონეზე შეხვედრაა საჭირო“, – აცხადებს ზელენსკი.