1764705889
უცხოეთი
ზელენსკი: უკრაინა ახლა მშვიდობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე
უკრაინა მშვიდობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას და ჩვენი დელეგაცია მოუთმენლად ელის შემდგომ მოლაპარაკებებს. ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე, არსებობს შანსები, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსები“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, „ძლიერ ქვეყანას შეუძლია ომის დაწყება, მაგრამ სხვა ძლიერ ქვეყანას შეუძლია ომის შეჩერება“.