ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 430 დრონი და 18 რაკეტა გამოიყენა, ასევე კიევში დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს კიევზე იერიშის დროს რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა აზერბაიჯანის საელჩო დააზიანა.
როგორც ზელენსკი ტელეგრამზე იტყობინება, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რომლის დროსაც დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა იქნა გამოყენებული.
„თავდასხმა სპეციალურად ისე იყო გათვლილი, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა რუსეთს ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ღამის თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული (მათ შორის ორსული ქალი) დაშავდა. კიევში ათობით მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, ხოლო „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.