Loading data...
ზელენსკი: პუტინს სიტყვა „ვაშას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას

24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით იერიშს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. 

ზელენსკის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. 

„პუტინს სიტყვა „ვაშას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია - ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას. 

სამი რუსული რაკეტა წყალმომარაგების ობიექტს მოხვდა, ბაზარი დაიწვა, ათობით საცხოვრებელი შენობა და რამდენიმე სკოლა დააზიანა. მან რუსული რაკეტა „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით გაუშვა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს“.

„რუსეთის სიახლოვე მუდმივი საფრთხეა. ჩვენი ხალხი უკრაინაში ამ საფრთხეს აკავებს და აჩერებს. თუმცა, მსოფლიომ ნათლად უნდა დაინახოს, ვისთან აქვს საქმე“, - აცხადებს ზელენსკი.