1764666056
უცხოეთი
ზელენსკი ირლანდიას ეწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ირლანდიაში ჩავიდნენ. ამის შესახებ ირლანდიური მაუწყებელი RTE იტყობინება.
ზელენსკის აეროპორტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თომას ბირნი დახვდნენ.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ რომლებიც საკუთარ თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავენ, ურყევი რჩება“, - აცხადებს მაიკლ მარტინი.
Honoured to welcome President @ZelenskyyUa and First Lady @ZelenskaUA to Ireland. Our support for the people of Ukraine as they defend their freedom and democracy remains unwavering. 🇮🇪🇺🇦 pic.twitter.com/9KCxuzzZpQ
— Micheál Martin (@MichealMartinTD) December 1, 2025