Loading data...
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტა „გრძელი ნეპტუნი“ გამოიყენეს

უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გასულ ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ Long Neptune-ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი ტელეგრამზე იტყობინება. 

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ზელენსკის განცხადებამდე კი, ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ხმელეთზე განლაგებული გამშვები პუნქტიდან რაკეტის გაშვების პროცესია ასახული. დარტყმის სამიზნე ნოვოროსიისკი იყო.

„გრძელი ნეპტუნი“ არის უკრაინის 5 მ სიგრძის გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის - „ნეპტუნის“ - უფრო გრძელი ვერსია, იარაღი, რომელმაც 2022 წლის აპრილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი „მოსკვა“ ჩაძირა.

„გრძელი ნეპტუნი“ შეიცავს უფრო მეტ საწვავს, ვიდრე სტანდარტული „ნეპტუნი“. იგი წლების განმავლობაში განვითარდა.