Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: ხალხი ომით დაიღალა, მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი ომით დაიღალა, თუმცა კიევი რუსეთის ულტიმატუმების მისაღებად მზად არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ის სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის „პეტრიოტის“ სისტემები, რომელიც უკრაინას სჭირდება, ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული.

„ხალხი ომით დაიღალა, რადგან გადარჩენა უწევს, თუმცა ხალხს არ დაუკარგავს ღირსება და საკუთარი თავი. მათ სურთ მშვიდობა, თუმცა რუსეთთან დათმობებისთვის მზად არ არიან. მე ამერიკელებს ვენდობი, რომ ამ ომის დასრულება სურთ. იმედი მაქვს, დაგვეხმარებიან, თუმცა მათ ზეწოლა რუსეთზე უნდა გაზარდონ და არა ჩემზე.

ცხადია, ჩვენ გვჭირდება ფული შიდა წარმოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის, ამიტომ რეალურად კონფლიქტი არა უკრაინასა და უნგრეთს შორის, არამედ ევროპასა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორისაა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავს სანქციების პოლიტიკას, ფულს, იარაღს, ბლოკავს ევროკავშირში ჩვენს შესვლას. ის რუსეთის ლიდერის მხარეს დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.