ვლადიმერ პუტინი: რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპას მოუნდება ომი და დაიწყებს, მზად ვართ
რუსეთი ევროპასთან ბრძოლას არ აპირებს, თუმცა ამისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ომს. ეს უკვე ასჯერ ვთქვი. თუმცა, თუ ევროპა მოულოდნელად მოინდომებს და დაიწყებს ჩვენთან ომს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ახლავე“, - აცხადებს რუსეთის ლიდერი.
პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ ევროპა რუსეთთან ომს დაიწყებს, შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რუსეთს მოლაპარაკების საშუალება აღარ ექნება.
„თუ მოულოდნელად ევროპა დაიწყებს ჩვენთან ომს, ეს ხომ უკრაინა არ არის, უკრაინასთან ჩვენ ქირურგიულად ვმოქმედებთ, სიფრთხილით, ეს არ არის ომი ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე მნიშვნელობით. თუ ევროპას მოულოდნელად მოუნდება ჩვენთან ომის დაწყება და დაიწყებს ამას, ძალიან სწრაფად შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც არავინ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებების წარმოება შეგვეძლება“, - დასძენს პუტინი.