Loading data...
ვიქტორ ორბანი: დონალდ ტუსკი ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი წამქეზებელი გახდა - მან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეტევა წამოიწყო. ამის შესახებ ორბანი პლატფორმა X-ზე წერს. 

„მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და მისი მთავრობა არასტაბილურია. მანფრედ ვებერთან ერთად, ის ომის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი წამქეზებელი გახდა ევროპაში - თუმცა მისი ომის პოლიტიკა წარუმატებელია: უკრაინას ევროპული ფული ეწურება, პოლონელი ხალხი კი ომისგან დაიღალა.

მას არ შეუძლია კურსის შეცვლა, რადგან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად აქცია. ის ახლა პანიკაშია, დევნის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და აკრიტიკებს უნგრეთის მშვიდობიან პოზიციას, რათა ყურადღება საკუთარი შიდა პრობლემებიდან გადაიტანოს. ეს ძალიან სამწუხაროა.

უნგრეთი სხვა გზას ირჩევს - მშვიდობის გზას. უნგრელი ხალხი უარს ამბობს ბრიუსელის ვასალი გახდეს. ბატონი ტუსკი ამას უნდა შეეგუოს“, - აცხადებს ორბანი.