Loading data...
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფულს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს, მაშინ როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია

„ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული და ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა.

„ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის, ეს დანგრევისკენ მიმავალი გზაა. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა!“, - წერს ორბანი.