1764667737
უცხოეთი
ვენესუელის პრეზიდენტი: ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის პოტენციური სახმელეთო თავდასხმისგან თავი დავიცვათ
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ვენესუელა მზადაა, აშშ-ის პოტენციური სახმელეთო თავდასხმისგან თავი დაიცვას.
პრეზიდენტმა კარაკასში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვენესუელა ბოლო 22 კვირის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან აგრესიისა და „ფსიქოლოგიური ტერორიზმის“ სამიზნეა.
მისივე თქმით, გემებზე აშშ-ის თავდასხმების შედეგად ვენესუელის 80-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსახილველად 2 დეკემბერს თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს. გავრცელებული ცნობით, კაბინეტის წევრებსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის მიზანი ადმინისტრაციის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის კამპანიის გაძლიერების ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების განხილვაა.