1762080530
უცხოეთი
ვაშინგტონში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო რამდენიმე მოზარდი დააკავეს
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, პოლიციამ და ნაციონალური გვარდიის სამხედროებმა ვაშინგტონში 5 მოზარდი დააკავეს.
ჰელოუინის ღამეს ახალგაზრდების შეკრება არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა და ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება დაიწყეს.
ჩხუბი აქციის მონაწილეებს შორისაც მოხდა. დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 14-დან 18 წლამდეა, დანები აღმოუჩინეს.