ურსულა ფონ დერ ლაიენი: მტკიცედ ვგმობთ ირანში ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპა მხარს უჭერს ირანის მასობრივ საპროტესტო აქციებს და გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ „ძალადობრივ რეპრესიებს“.
„თეირანის ქუჩებში და მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებში ირანელი ქალებისა და კაცების ნაბიჯების ხმა ისმის, რომლებიც თავისუფლებას მოითხოვენ. თავისუფლებას გამოხატონ, შეკრიბონ, იმოგზაურონ და უპირველეს ყოვლისა, თავისუფლად იცხოვრონ.
ევროპა სრულად უჭერს მათ მხარს. მტკიცედ ვგმობთ ამ ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას. პასუხისმგებელი პირები ისტორიის არასწორ მხარეს დარჩებიან.
ყველა დაპატიმრებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ინტერნეტის აღდგენისკენ და საბოლოოდ, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
Tehran’s streets, and cities around the world, echo with the footsteps of Iranian women and men demanding freedom.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 10, 2026
Freedom to speak, to gather, to travel and above all to live freely.
Europe stands fully behind them.
We unequivocally condemn the violent repression of these…