Loading data...
„უპასუხისმგებლო“ და „უდროო“ - ბლინკენი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პუტინის მუქარას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „უპასუხისმგებლოა“. მისი თქმით, მსოფლიოს მეტი განიარაღება სჭირდება. ამის შესახებ ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა

სახელმწიფო მდივანმა დასავლეთის მიმართ პუტინის მუქარას „უპასუხისმგებლო“ და „უდროო“ უწოდა. ბლინკენმა გაიხსენა, რომ მსოფლიოში ბევრი იმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით. 

„ამიტომ ახლა, როდესაც მსოფლიო გაერთიანდა, უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ ვისაუბროთ მეტი განიარაღებისა და გაუვრცელებლობის აუცილებლობაზე“, - განაცხადა ბლინკენმა. 

ცნობისთვის, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შესახებ განაცხადა, კერძოდ, რუსები გეგმავენ, გააფართოონ თავიანთი ბირთვული არსენალის გამოყენების პირობები.

პუტინის თქმით, დოქტრინა რუსეთს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს აგრესიის საპასუხოდ ბირთვული დარტყმა განახორციელოს, თუ ეს აგრესია ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით, ან მხარდაჭერით მოხდება.