„უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან“ - უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, შესაძლოა, დაკარგოს პრემიერის პოსტი - Reuters
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც რჩება უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირედ, შესაძლოა, იანვარში დაკარგოს თანამდებობა.
როგორც Reuters წერს, მას უნდობლობის გამოცხადებით ემუქრებიან.
ამის მიზეზი შესაძლოა ტრიუდოს მთავარი მოკავშირის ქმედებები იყოს. საუბარია ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერზე, ჯაგმეტ სინგზე, ის დაეხმარა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შენარჩუნებაში, მაგრამ ახლა ამბობს, რომ უნდობლობას გამოუცხადებს.
მისი თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც არჩეული თემთა პალატა ზამთრის არდადეგებიდან 27 იანვარს დაბრუნდება.
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხელმძღვანელობს ლიბერალურ პარტიას, ამ მთავრობის დრო ამოიწურა. ჩვენ გამოვუცხადებთ უნდობლობას“, - აღნიშნა სინგმა.
უდიდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს წინადადებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს სცენარი, რომლითაც ტრიუდო შეინარჩუნებს პოსტს. თუ ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდება ინიციატივას, ტრიუდო დაკარგავს თანამდებობას პრემიერ-მინისტრობის 9 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ამის შემდეგ არჩევნები გაიმართება.