Loading data...
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას გასულ ღამეს 400-ზე მეტი დრონით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინას 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, მათგან კი დაახლოებით 300 „შაჰიდის“ ტიპის დრონი იყო. 

მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს სამი კინჟალის ტიპის აერობალისტური რაკეტა, ცხრა „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ფრთოსანი რაკეტები და „ცირკონის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა. 

როგორც უკრაინულ საჰაერო ძალებში აცხადებენ, რუსების მთავარი ფოკუსი კიევი იყო. 

„თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა კიევის, ხარკოვის, ოდესის, პოლტავას და ჩერკასის რეგიონები“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.