Loading data...
უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState - რუსულმა ძალებმა პოკროვსკსა და მირნოგრადში წინ წაიწიეს

უკრაინულ ანალიტიკური პროექტის DeepState-ის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა პოკროვსკსა და მირნოგრადში წინ წაიწიეს. 

გარდა ამისა, DeepState თავის Telegram არხზე აღნიშნავს, რომ რუსულმა არმიამ დონეცკის რეგიონში შახმატნოესთანაც წინ წაიწია. 

ამავდროულად, უკრაინის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურმა Kyiv24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ძალები დრონების გამოყენებით მცირე ჯგუფებად ცდილობენ წინსვლას. 

„ჩვენი დანაყოფი, როგორც წესი, სრულად არის აღჭურვილი ზამთრის პირობებში მოქმედებისთვის. ჩვენ ველით სტაბილურობას უმეტეს რაიონში, თუმცა მტრის მხრიდან აქტივობის გაზრდის ლოკალური მცდელობები შესაძლებელია და სავარაუდოდ მოხდება. მტერი ცდილობს აქტიური ოპერაციების დაწყებას ყველგან, სადაც ჩვენს თავდაცვაში სისუსტეებს აღმოაჩენს“,  - დასძინა თავდაცვის წარმომადგენელმა.