უკრაინული მხარე შავ ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შავ ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ თურქეთის ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურნენ.
„უკრაინას ამ ინციდენტთან არაფერი აქვს საერთო და ჩვენ ოფიციალურად უარვყოფთ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი ტიხი პლატფორმა X-ზე.
ინფორმაციისთვის, რუსული მხარე აცხადებს, რომ გემ „მიდვოლგა 2“-ზე უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას.
მისივე თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია და საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს.
Ukraine has nothing to do with this incident, and we officially refute any allegations of such kind made by Russian propaganda. Furthermore, the alleged route from Russia to Georgia across Türkiye's EEZ makes no sense—and suggests that Russia may have staged the whole thing. https://t.co/bA8tXEjQHt
— Heorhii Tykhyi (@SpoxUkraineMFA) December 2, 2025