Loading data...
უკრაინაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტს მეორე ვადით პრეზიდენტად ზელენსკის არჩევა არ სურს

უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას, (52,2%-ს), მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობა ერთი ვადით უნდა შემოიფარგლოს და მან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღოს. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

გამოკითხვა კვლევითმა კომპანიამ „სოციოპოლისმა“ ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ზელენსკიმ ეს პირობა 2019 წელს დადო.

გამოკითხულთა 42,8%-ს მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. 5%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი პასუხისმგებლობა მიუძღვის ბიზნესმენის, ტიმურ მინდიჩის კორუფციულ სკანდალზე. საუბარია უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციულ სქემებზე.

ასევე სოციოლოგები ზელენსკის მიმართ ნდობის უარყოფით დინამიკას აფიქსირებენ. 2025 წლის მეორე ნახევარში იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც ზელენსკის მთლიანად ან ნაწილობრივ ენდობა, 54%-ს შეადგენს, ხოლო იმ პირთა რაოდენობა, ვინც ზელენსკის არ ენდობა, 41,9%-ია. შესაბამისად, იმ პირთა რაოდენობა, ვინც ზელენსკის ენდობა, 5,7 %-ით შემცირდა, ხოლო ვინც არ ენდობა, 5,1%-ით გაიზარდა.