Loading data...
უკრაინამ Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე საჰაერო იერიში განახორციელა

უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ადიგეისკში მდებარე კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მისი ყველა თანამშრომელი ოპერატიულად იყო ევაკუირებული. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. შეტევის შემდეგ საწყობს ხანძარი გაუჩნდა.

„ადგილზე სამართალდამცველები და ყველა სამსახურის ხელმძღვანელობა, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია იმყოფებოდა. კომპლექსის პერსონალი ევაკუირებულია. ამ დროისთვის დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - განაცხადა ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მარატ კუმპილოვმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინული დრონის ნამსხვრევებმა გაზის მილი და ერთ-ერთი კერძო სახლი დააზიანეს.

ადიგეისკში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი რუსეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი უდიდესი ჰაბია. მისი საერთო ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს და იქ 1,5 ათასამდე ადამიანი მუშაობს.