1725555079
უცხოეთი
„უკრაინამ კურსკის ოპერაციით ბევრს მიაღწია, თუმცა რთული სათქმელია, რა მოხდება მომავალში“- სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინამ „ბევრს მიაღწია“ რუსეთის ტერიტორიებზე, კურსკის ოლქზე შეტევით.
თუმცა, მისივე თქმით, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია მომავალში.
„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ რთული, აუცილებელი არჩევანი. მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსოს საკუთარი ძალები და რა ტიპის საომარი მოქმედებებია მიზანშეწონილი ამ სიტუაციაში“, - მოჰყავს მისი სიტყვები „ამერიკის ხმას“.
ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას, მათ შორის, სამხედრო ამოცანებს მიაღწიოს რუსეთის ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, ვერ ხედავს უშუალო სამხედრო საფრთხეს ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის, თუმცა, „არსებობს ტერორიზმის, კიბერშეტევებისა და დივერსიების მუდმივი საფრთხე“.