Loading data...
უკრაინა მზად არის, 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს - აშშ-ში უკრაინის ელჩი

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი ამერიკულ მხარესთან განხილული არ ყოფილა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წამოაყენებს ამ თემას, უკრაინა მზად არის დიალოგისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„როდესაც ეს საკითხი თეორიულად განიხილებოდა 2023-2024 წლებში, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამისთვის საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება. ომის დროს ვერ შევძლებთ ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის სრულად უზრუნველყოფას“, – განაცხადა მარკაროვამ.

მისივე თქმით, დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა არჩევნებს ატარებს ომის დროს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ელჩმა. 

მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია არჩევნები ჩაატაროს, თუკი საომარი მოქმედებები შეწყდება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები შეიქმნება.