1 ივნისი 16:50
უცხოეთი
თურქული მედია სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ დეტალებს ავრცელებს

თურქული მხარე აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-მ დიპლომატიური წყაროებისგან შეიტყო.

წყაროების ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჩირაგან პალასში“ ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდში უკრაინულ დელეგაციას კვლავ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია თურქეთში უკვე ჩაფრინდა. დელეგაციას, პირველი რაუნდის მსგავსად, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის წინა მოლაპარაკებები სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად 16 მაისს სტამბოლში გაიმართა.

👉Reuters-მა შეიტყო, რა წინადადებებს წარუდგენს უკრაინა რუსულ მხარეს 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე