Loading data...
თურქეთში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

თურქეთში აშშ-ის ელჩმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სირია და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

ბარაკმა,  რომელიც ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია სირიაში, აღნიშნა, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს თურქეთმა, იორდანიამ და სხვა მეზობელმა ქვეყნებმა.

„ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად მეზობლებთან მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებშიახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან“, - აცხადებს თურქეთში აშშ-ის ელჩი. 

ამასთან, როგორც CNN-ი აღნიშნავს, რომ არცერთ მხარეს გავრცელებულ შეთანხმებაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.