Loading data...
ტრამპის გადაწყვეტილება H-1B სავიზო მოსაკრებლის გაძვირების შესახებ აშშ-ის სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის ბრძანებულება, რომელიც H-1B-ის სამუშაო ვიზის მისაღებად განაცხადის 100 ათას დოლარამდე გაძვირებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადასახადი 2025 წლის სექტემბერში გააძვირა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება აღამსრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გადამეტებად შეაფასა.

„პრეზიდენტს არ აქვს იმის უფლება ან დელეგირებული უფლებამოსილება, რომ H-1B ვიზაზე რაიმე სახის გადასახადი დააწესოს“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სარჩელი ფედერალურ სასამართლოში 20-მა შტატმა შეიტანა.

2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ სამუშაო ვიზაზე 100 000 დოლარის გადასახადის დაწესება იმით ახსნა, რომ უცხოელები ამერიკელთა სამუშაო ადგილებს არ უნდა იკავებდნენ. მანამდე H-1B ვიზის გაფორმების საფასური 5 ათასი აშშ დოლარი იყო.