ტრამპი Wall Street Journal-ს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივის

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი Wall Street Journal-ს ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების გამო სასამართლოში უჩივის. აღნიშნულის შესახებ reuters-ი იტყობინება.
ტრამპმა გამოცემის მფლობელის რუპერტ მერდოკისა და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაიამის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო.
გაზეთის მიხედვით გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრამპმა 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინს დაბადების დღეზე შიშველი ქალის სხეულის ნახატზე დაბეჭდილი მისალოცი წერილი გაუგზავნა.
ტრამპი 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.
„ახლახან სარჩელი შევიტანეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ცრუ და ცილისმწამებლური, ყალბი ამბის გამოქვეყნებაში უსარგებლო Wall Street Journal-ში“, - აღნიშნა ტრამპმა Truth Social-ზე.
ინფორმაციისთვის, ჯეფრი ედვარდ ეფშტეინი აშშ-ში ფინანსისტად მუშაობდა. მან კარიერა საინვესტიციო ბანკში, Bear Stearns-ში დაიწყო. შემდეგ კი საკუთარი კომპანია, J. Epstein & Co დააარსა.
2008 წელს ეფშტეინი დააკავეს. მან თავი დამნაშავედ ცნო პროსტიტუციის ხელშეწყობაში და ორგანიზაციაში. ეფშტეინი 14 წლის გოგოსთან სექსისთვის 13 თვით ციხეში ჩასვეს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ დანაშაულის აღიარების გარიგების ფარგლებში გაათავისუფლეს. სასამართლომ ეფშტეინის დაზარალებულად 36 არასრულწლოვანი გოგო დაასახელა, რომლებსაც კომპენსაციის სახით ეფშტეინმა 50 000-დან 1 მლნ აშშ დოლარამდე გადაუხადა.
საპროცესო შეთანხმების გარანტად ფლორიდის პროკურორი ალექსანდრე აკოსტა გამოვიდა. ბრალის აღიარების და კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ეფშტეინი გაათავისუფლეს, მაგრამ 2019 წელს ისევ დააკავეს. ამჯერად მას ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნებით ვაჭრობაში. 2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინი საკუთარ კამერაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, მან თავი მოიკლა.