Loading data...
ტრამპი: თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ დათანხმდება, მაშინ დაბომბვა იმაზე დიდი ინტენსივობით დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო

„ირანი თუ დათანხმდება მიღწეულ შეთანხმებებს, „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, თუ ირანი შეთანხმების პირობებს არ მიიღებს, მაშინ დაბომბვა განახლდება.

„ირანი თუ დათანხმდება მიღწეულ შეთანხმებებს, რისი დიდი ალბათობაცაა, უკვე ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და მაღალეფექტური ბლოკადა შესაძლებელს გახდის ჰორმუზის სრუტე ყველასთვის გახსნილი იყოს, მათ შორის ირანისთვის. თუ ისინი არ დათანხმდებიან, მაშინ დაბომბვა დაიწყება და სამწუხაროდ, ეს გაცილებით მაღალ დონეზე და დიდი ინტენსივობით მოხდება, ვიდრე აქამდე იყო“, - წერს ტრამპი.