1754024329
უცხოეთი
ტრამპი: სანქციებს დავაწესებთ - არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს პუტინს, მაგრამ ამას გავაკეთებთ
თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა რუსული ძალების მიერ კიევზე სარაკეტო იერიში დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
„სანქციებს დავაწესებთ. არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს მას [პუტინს]. სანქციებზე, ტარიფებსა და სხვა საკითხებზე ყველაზე მეტი ვიცი. არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა პუტინმა.
Trump on Russia:
— Clash Report (@clashreport) July 31, 2025
We are going to put sanctions. I don't know if the sanctions will bother him. pic.twitter.com/Ynmt0lJXsp
შეგახსენებთ, 31 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც.