1780989027
უცხოეთი
ტრამპი: ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდნილი ამერიკული ვერტმფრენის პილოტები თავს კარგად გრძნობენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდნილი ამერიკული არმიის Apache-ს ტიპის ვერტმფრენის პილოტები „კარგად არიან“.
ვაშინგტონში დაბრუნებამდე ჯონ ფ. კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად „არავინ დაშავებულა“.
მისივე თქმით, ადმინისტრაცია ანგარიშს დღეს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
The New York Times-ი ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ 8 ივნისს ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის არმიის „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა მოხერხდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო, თუ ტექნიკური პრობლემები შეექმნა.