Loading data...
ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონტინენტი „ამოუცნობი“ გახდა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, როგორებიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

„ევროპა „ვოუქ“ გახდა, ევროპა ამოუცნობია. როცა ბევრგან მიდიხართ - არა ყველა ქვეყანაში, შეხედეთ უნგრეთს, შეხედეთ პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს - არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც სრულიად საპირისპირო გზით წავიდა. მაგრამ ევროპა ძლიერი უნდა იყოს, ისინი კი ამოუცნობები გახდნენ. მიდიხართ ზოგიერთ ქვეყანაში - არ მინდა კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ, ვფიქრობ, ყველამ იცით, რაზეც ვსაუბრობ - და ისინი ამოუცნობია. გარემოსდამცველებმა ხელში ჩაიგდეს ყველაფერი; აქვთ ქარის წისქვილები, რომლებიც ანადგურებს მათ მინდვრებს, მათ მშვენიერ მდელოებსა და ოკეანეებს და ახლა ამაში დიდ ფულს იხდიან. ახლა ევროპა გონს უნდა მოეგოს. ევროპას ორი რამ კლავს: ენერგია და მიგრაცია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.