Loading data...
ტრამპი: ჩვენი ურთიერთობა ირანთან პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის შემუშავება ან შეძენა

„ჩვენი ურთიერთობა ირანთან ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება იყო ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც წარადგინეს და ხელი მოაწერეს ბარაკ ობამამ და მისი იმდროინდელი ადმინისტრაციის რიგითმა არაპროფესიონალებმა.

„ახლა ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება! ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება. თუმცა, მათ უნდა გაიგონ, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შემუშავება ან შეძენა.

მინდა მადლობა გადავუხადო ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანას მათი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და გაძლიერდება მათი მიერ ისტორიული აბრაამის შეთანხმებების ქვეყნებთან შეერთებით და, ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს შეერთება“, - აცხადებს ტრამპი.