1780484888
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის სულიერ ლიდერთან აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანის ახალ სულიერ ლიდერთან აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპმა განაცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეფერხებით მიმდინარეობს, კონფლიქტში ჩართული მხარეების ლიდერები საკმაოდ კარგად უგებენ ერთმანეთს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა ირანის სულიერ ლიდერს, ტრამპმა უპასუხა - „დიახ, მინდა მასთან შეხვედრა.
„არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. ამბობენ, რომ ის თანხმობას იძლევა, რადგან ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. მამამისი და შემდეგ ის, ვფიქრობ, ეს მემკვიდრეობაა. ერთმანეთთან საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.