ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების „კარგი შანსი“ არსებობს - „ირანი თუ დაგვთანხმდება, სანქციების შემსუბუქებას დავიწყებ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა PBS News-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები შეთანხმებას უახლოვდება, თუმცა იმოქმედებს ირანის რეაქციის შესაბამისად.
„ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შანსები, კვლავ მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ არა, მაშინ ძველ მეთოდებს დავუბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.
საუბრისას ტრამპმა განმარტა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლებას გულისხმობდა.
„ვფიქრობ, არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ ეს დასრულდეს, ხოლო თუ არ დასრულდება, მოგვიწევს დაბომბვა“, - აცხადებს ტრამპი.
თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ შეთანხმება, შესაძლოა, მომავალ კვირას, ჩინეთში ვიზიტამდე იყოს მიღწეული.
„თუ ირანი აშშ-ის პირობებს დათანხმდება, ვაშინგტონი სანქციების შემსუბუქებას დაიწყებს“, - დასძინა ტრამპმა.