Loading data...
ტრამპი ამბობს, რომ მან პუტინი ახალი სანქციების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს პუტინი ამერიკული სანქციების გამკაცრების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა. ტრამპი ამბობს, რომ პუტინი ასეთი პერსპექტივით შეშფოთებულია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ასევე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს მათ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, Patriot-ის რაკეტების მიწოდების საკითხი განიხილეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ სისტემა Patriot-მა თავისი მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.