Loading data...
Times of Israel: აშშ-ის პრეზიდენტმა დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე თავდასხმას მწვანე შუქი აუნთო

აშშ-ის პრეზიდენტმა კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე თავდასხმას მწვანე შუქი აუნთო. აღნიშნულის შესახებ Times of Israel ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.