1780983766
უცხოეთი
The New York Times: აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების Apache ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტეში ჩამოვარდა. იტყობინება „ნიუ-იორკ თაიმსი“ .
როგორც მედია წერს, ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტის მიდამოებში 8 ივნისს ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი კი გადარჩა.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ვერტმფრენი ჩამოაგდეს, თუ ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
ოფიციალური განცხადება არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობას არ გაუკეთებია.