1753995114
უცხოეთი
თეთრი სახლი: ჰაკაბი და უიტკოფი ღაზას ეწვევიან
ისრაელში აშშ-ის ელჩი მაიკ ჰაკაბი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 1-ელ აგვისტოს ღაზაში დახმარების განაწილების ცენტრს დაათვალიერებენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
„ხვალ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ელჩი ჰაკაბი ღაზაში გაემგზავრებიან, რათა დაათვალიერონ არსებული განაწილების პუნქტები და უზრუნველყონ მეტი საკვების მიწოდების გეგმა, ასევე, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა პირადად მოისმინონ ადგილზე არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.