1762022394
უცხოეთი
თეთრი სახლი: აშშ-ის არცერთი მაღალი თანამდებობის პირი გაეროს კლიმატის სამიტს არ დაესწრება
ამერიკის შეერთებული შტატები ნოემბერში ბრაზილიაში კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ სამიტზე თავის მაღალჩინოსნებს არ გაგზავნის, - აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა. ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „AFP“.
„პრეზიდენტი ენერგეტიკულ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან პირდაპირ კავშირშია, რასაც ადასტურებს ისტორიული სავაჭრო შეთანხმებები და სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებიც მნიშვნელოვან აქცენტს ახდენს ენერგეტიკულ პარტნიორობაზე“, - დასძინა მაღალჩინოსანმა.
გაეროს კლიმატის ცვლილების 2025 წლის კონფერენცია, ბრაზილიაში 10-დან 21 ნოემბრამდე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მეორე ვადის დაწყებისთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას ხელი მოაწერა.