1765140581
უცხოეთი
ტელეგრაფი: წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე რუსეთი სწრაფად იპყრობს უკრაინის ახალ ტერიტორიებს
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთი უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას სწრაფი ტემპით აგრძელებს, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, - იტყობინება The Telegraph-ი.
რუსული არმია დონეცკის რეგიონში წინ მიიწევს
უკრაინულ ანალიტიკური პროექტის DeepState-ის ინფორმაციით, ნოემბერში რუსულმა ძალებმა 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 250 კვადრატული კილომეტრით მეტია.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსების წინსვლის ტემპი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე სწრაფი იყო.
ამავდროულად, უკრაინის სამხედრო წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დონეცკის ოლქში, პოკროვსკში ბრძოლები გრძელდება.
DeepState-ის ცნობით, ქალაქის ნახევარი საბრძოლო მოქმედებების ზონაშია.