Loading data...
სტოკჰოლმში ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სტოკჰოლმის ცენტრში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ინფორმაციას BBC შვედეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ავარია შვედეთის დედაქალაქში, ვალჰალავაგენის ქუჩაზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:23 საათზე მოხდა. ინციდენტის გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. 

პოლიციის პრესსპიკერმა ნადია ნორტონმა განაცხადა, რომ ავტობუსის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ავტობუსში მგზავრები. პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის ისინი არ აკეთებენ კომენტარს დაზარალებულთა რაოდენობის, სქესის, ან ასაკის შესახებ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ავტობუსის ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეხმარებიან.