1764678325
უცხოეთი
სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, უიტკოფს „ვნუკოვოს“ აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს შორის შეხვედრა საღამოს 5:00 საათის შემდეგ {თბილისის დროით 18:00 საათი} დაიწყება. განხილული იქნება უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს წამოჭრილი საკითხები.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერიც მიიღებს.