Loading data...
სტივ უიტკოფი „ჰამასის“ წარმომადგენელ ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს მომავალში „ჰამასის“ წარმომადგენელ ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უიტკოფისა და ალ-ჰაიას შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

NYT-ის წყაროებმა დასძინეს, რომ ტრამპის წარმომადგენელს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს. გამოცემის წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ გეგმები შეიძლება შეიცვალოს.

ეს სტივ უიტკოფის მეორე შეხვედრა იქნება ხალილ ალ-ჰაიასთან. მანამდე ისინი ერთმანეთს ოქტომბერში ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს შეხვდნენ.

ხალილ ალ-ჰაია ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში თანამონაწილედ მიიჩნევა.