Loading data...
Sotheby's აუქციონზე ნაპოლეონის ბრილიანტის გულსაბნევი 4,4 მლნ აშშ დოლარად გაყიდეს

ჟენევაში გამართულ Sotheby's აუქციონზე ნაპოლეონის ბრილიანტის გულსაბნევი 4,4 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

საფრანგეთის იმპერატორმა გულსაბნევი 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ დაკარგა, რომელშიც დამარცხდა და ბრძოლის ველის სწრაფად დატოვებას ცდილობდა. მისი ეტლი ტალახში გაიჭედა და გულსაბნევი პირადი ნივთებიდან ამოვარდა.

ნაპოლეონის გულსაბნევს 13-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს, რომელსაც გარშემო უფრო მცირე ზომის ძვირფასი ქვები აქვს.

გულსაბნევის ყოფილი მფლობელის და მისი მყიდველის სახელი არ გახმაურებულა. ხელოვნებათმცოდნეები ამ ნივთის მიმართ დიდ ინტერესს ცოტა ხნის წინ ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვას უკავშირებენ, რომლის შემდეგ იშვიათი ისტორიული სამკაულების მიმართ ინტერესი გაიზარდა.