Loading data...
სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას „არმენპრესი“ სომხეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც სომხური მედია წერს, ბიზნესმენისა და პარტია „აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარის ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.

ამასთან, ცარუკიანს სომხეთის დატოვებაც აეკრძალათ.