1759505259
უცხოეთი
სომხეთში, არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ერევნის ერევნის საქალაქო სისხლის სამართლის სასამართლომ შირაკის არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
საქმეზე განაჩენი მოსამართლე არმინე მელიკსეტიანმა გამოაცხადა. პროკურატურა არქიეპისკოპოსისთვის 2 წლითა და ექვსი თვით პატიმრობას ითხოვდა.
შირაქის ეპარქიის წინამძღვრის წინააღმდეგ საქმე 17 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდებას ეხება.