1762019606
უცხოეთი
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც ბარაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ-ს იმედი აქვს, რომ ვიზიტის ფარგლებში სირია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად.
აღსანიშნავია, რომ ეს სირიის პრეზიდენტის რანგში შარაას მეორე ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში. ის პირველი ვიზიტით ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, სადაც თეთრი სახლის ლიდერს შეხვდა.