სირიაში კამიკაძე დრონის შეტევის შედეგად უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიჭრა
სირიის ქალაქ ალეპოზე კამიკაძე დრონის იერიშის შედეგად უსაფრთხოების ძალების ერთი წარმომადგენელი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, დრონი „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გაუშვეს. სირიის სამთავრობო ძალები იუწყებიან, რომ ეს დაჯგუფება უკვე რამდენიმე დღეა ალეპოს საცხოვრებელ კვარტალებს დრონებით ბომბავს.
ბოლო შეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც 10 იანვარს სირიის არმიამ განაცხადა, რომ ალეპოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია დასრულებულია.
საერთო ჯამში ბოლო დღეებში დრონების შეტევების და სხვა სახის იერიშების გამო ალეპოში 9 ადამიანი დაიღუპა და 55 დაიჭრა.
ჯერ კიდე 2025 წლის 10 მარტს სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ შეთანხმება გააფორმა და ისინი სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობას მიღებენ. რეალურად კი ეს სამშვიდობო შეთანხმება არ სრულდება.